რეზონანსი
19.06.2021

ოპონენტებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე... ამიტომ ისინი არიან ოპოზიციაში და საზოგადოება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იყვნენ ქვეყნის მართვის სათავეში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

ამასთან ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტი ყოველთვის იყო ქვეყნის მოქალაქე. „ადამიანები და მისი საჭიროებები, ადამიანის უფლებები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ. ნომერ პირველი საკითხია პანდემია და აქედან გამომდინარე ეკონომიკური განვითარება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სოციალური მიმართულებით დახმარება და ჯანდაცვის მიმართულების შემდგომი გაუმჯობესება. სერვისები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისთვისაა მნიშვნელოვანი, უფრო ეფექტიანად და სწრაფად უნდა მივაწოდოთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა. მისი თქმით, საინტერესო ხედვები აქვს იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე სხვა უწყებებს, რაც საზოგადოების პრიორიტეტებს მოემსახურება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×