რეზონანსი
19.06.2021

რუსთავში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე დაკავებული დავით ხუციშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კოსტავას გამზირზე შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. ისინი რუსთაველი აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დათო ხუციშვილი 10 ივნისს დააკავეს. უწყება მას საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი პოლიციის თანამშრომლის მიმართ თავდასხმას და ფიზიკური შეურაცხყოფას ედავება. აქტივისტს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×