რეზონანსი
19.06.2021

6 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს ასევე არასრულწლოვნის ძმა.

როგორც მამინაცვლის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, დღეს სოციალურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბავშვების 6 თვის ვადით მშობლებისგან განცალკევების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ადვოკატის თქმით, ხვალ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძების შეფარდების სხდომა გაიმართება. სხდომაზე დაცვის მხარე, აპირებს ბრალდებული ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობის დაყენებას.

„საქმეზე არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს. თქვენ იცით, რომ ორივე დაკავებულს წარდგენილი აქვთ ბრალი წამების მუხლით და ეს ფაქტი არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებებითა და მოწმეების ჩვენებებით, თუნდაც ბავშვის ჩვენებით. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და მისი დაკავებიდან გათავისუფლებას მოვითხოვთ,"- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ „ინტერპრესნიუსთან"

შეგახსენებთ, რომ დედას და მამინაცვალს, რომლებიც 6 წლის ბავშვს სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ და რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

დააკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×