რეზონანსი
19.06.2021

უნდა არსებობდეს ქვეყნის განვითარების დოკუმენტი, სწორი ხედვა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლოს ამ პოზიტიური გეგმიდან გადახვევა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების გრძელვადიან გეგმებზე იმსჯელეს და მინისტრებმა ამაზე შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს.

მდინარაძის თქმით, ყველა ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომლის გადახვევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობად უნდა უჯდებოდეს.

„მგონია, რომ ყველა ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, არა მხოლოდ ლოკალური პარამეტრებით, არა მხოლოდ მოკლევადიანი გეგმებით, არამედ პოზიციონირებდეს საზოგადოებასთან გრძელვადიანი ხედვის მიხედვითაც. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივა იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ გააჩნდეს გრძელვადიანი გეგმა ყველა მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაციები ჰქონდათ მინისტრებს, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, დღევანდელი ეს პრეზენტაციები და დისკუსია ამას მოწმობს, რომ განვითარების სწორ რელსებზე დამდგარი ქვეყანა კიდევ უფრო მეტი დინამიკით განვითარდეს, ამასთან დაკავშირებით არსებობდეს ერთი დოკუმენტი, არსებობდეს სწორი ხედვა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში მომავალი პერიოდის განმავლობაში პირობითად, მან ვერ შეძლოს გადახვევა იმ პოზიტიური გეგმიდან, რასაც საფუძვლად ძალიან მყარი არგუმენტები ექნება", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×