რეზონანსი
19.06.2021

„ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენს მოქალაქეებს ფიზკურად ატერორებდა, აშანტაჟებდა, მათ შორის ფარული ჩანაწერებით, მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან და ქართველმა ხალხმა გამოუტანა სამუდამო განაჩენი, რომ ვერასდროს მობრუნდებიან, უკვე პოლიტიკურად ცდილობენ შანტაჟს და აქვთ ტერორის მცდელობა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება.

„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციას არ დავუშვებთ. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებას, ეს არის საგამოძიებო უწყების შეფასება და რა საფუძველი გვაქვს, რომ არ ვენდოთ. შეფასება არის ცალსახა პროკურატურის მხრიდან, რომ ეს არის ფალსიფიცირებული, გაყალბებული, დამონტაჟებული. ამიტომ, თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი უჩნდება და განსაკუთრებით თქვენს „TV პირველს", მიაწოდეთ ან გაასაჯაროეთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენს ხელთ არის, თუკი მიგაჩნიათ რომ თქვენ უფრო სანდო ხართ, ვიდრე პროკურატურა. მე არ მაქვს საფუძველი არ ვენდო პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას და იმ საკითხებს, რაზეც მათ ისაუბრეს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×