რეზონანსი
19.06.2021

რა­ჭა­ში, მომ­ხდარ უბე­დურ უბე­დურ შემ­თხვე­ვას 14 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა. კა­ხა­ბერ ფარქოსაძე კლა­სე­ლებ­თან ერ­თად ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

შემთხვევის დროს ადგილზე მოზარდის დედაც იმყოფებოდა, რომელიც ცუდად გახდა და მაშველებმა ის ტერიტორიიდან გაარიდეს. ტბაში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

"სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და ჩვენს რა­ი­ონ­ში. ეს ბავ­შვი იყო სო­ფელ ქო­ბე­თის მკვიდ­რი ფარ­ქო­სა­ძე კა­ხა­ბე­რი. ექ­სკურ­სი­ა­ზე იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი რა­ჭა­ში. რო­გორც ვიცი, მშო­ბე­ლიც თან ახ­ლდა. გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ქუ­თა­ი­სის პრი­ზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი" - განაცხადა სა­ჩხე­რის მერმს ბე­ნი­ა­მი­ნე ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლმს.

როგორც ცნობილია, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებოდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×