რეზონანსი
19.06.2021

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან  ერთი წელი გავიდა. გიორგის ბიძაშვილი, სალომე ონაშვილი იხსენებს ვრცელი სტატუსით და წერს:

„19 ივნისი, 07:15 და ჩემი მამიდაშვილის, ანის ზარი. “სალომე, გიო თქვენთან მოვიდა?”, იმ დღის მერე, მცხეთაში გათენება და დაღამება… ყველა გიოს ახლობელი ადამიანი იქ ვიყავით, გიოს გარდა… თამუნა ისეთ მდგომარეობაში იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ… პირველი დღე ზუსტად ვიცოდი, რომ გამოჩნდებოდა, მეორე დღეს ვფიქრობდი, ალბათ, უხერხულადაა, ამდენმა ადამიანმა რომ გაიგო, ვეძებთ-მეთქი და გამოვა, მესამე დღე ვფიქრობდი, ცუდ ამბავს უფრო მალე გავიგებდით და აუცილებლად ახლა გამოჩნდება-მეთქი. გამოჩნდა, ოღონდ არა ისეთი, როგორიც გავუშვით… 

უკვე ჩვენ მივდიოდით საძებნელად, სახლიდან როგორც კი გამოვედი, უცხო ნომერმა დამირეკა, “სალო, იპოვნეს”… ვაი, იპოვნეს-მეთქი და გავუთიშე, არც მიკითხავს, ვინ ხარ, ან სად იპოვეს მეთქი… ჩვენი მეგობრები, ზუკი და რომა მელოდებოდნენ მანქანაში და იპოვნეს, დავურეკოთ-მეთქი. ჩვენ არაფერი გაგვიგიაო… ინტერნეტში არ ვიყავი შესული, თურმე ხალხი უკვე მისამძიმრებდა… სამასების შესახვევთან გავიგე ზუკის მოგუდული ხმა… წყალში იპოვნეს… ვერ ვიგებდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ჯიგარი დამეწვაო, არ გაგიგიათ? აი, პირველად ვიგრძენი ეგ. შენი რომ არის, შენი სისხლი და ხორცი, ძალიან რომ გიყვარს და თან ასეთი კარგი რომ არის. თამუნაზე, ანიზე, ლევანზე, ბებოზე,  ყველაზე ვფიქრობდი. რა უნდა მეთქვა? ვერც ვერაფერი… ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე, და საშინელი წელი… 1 წელი ჩემი პატარა გიოს გარეშე. აღარ ვიცი, როგორ მოვეფერო…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×