რეზონანსი
18.06.2021

ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველას ინტერესს - ამის შესახებ, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

მისი თქმით, პრობლემის მოგვარების გზა სწორი ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიაა.

„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ ძირითად პრინციპს თუ როგორ ნაწილდება თანხა კონკრეტულ ადამიანებზე. მნიშვნელოვანია, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მუსიკოსებზე განაწილების პრინციპი საჯარო გახადოს. ამ პროცესებით არავინ უნდა დაზარალდეს" - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენა დაპირისპირებული მხარეების მოსმენას დაუთმო.

საქართველოში მოქმედმა ოთხასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის გადაწყვეტილებით "საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში" ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×