რეზონანსი
18.06.2021

შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ის მაშველებმა ამოიყვანეს.

„დიდი ტრა­გე­დია მოხ­და ჩვენ რა­ი­ონ­ში. ეს ბავ­შვი, კახაბერ ფარქოსაძე სო­ფელ ქო­ბე­თში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ექ­სკურ­სი­ა­ზე იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი რა­ჭა­ში. აგრეთვე, ჩემი ინფორმაციით მშო­ბე­ლიც იქ იყო. ამ დრო­ის­თვის გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ქუ­თა­ი­სის პროზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი",- ამბობს საჩხერის მერი, ბენიამენ ფალავანდიშვილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი მოზარდი, კა­ხა­ბე­რ ფარ­ქო­სა­ძეა.

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.

მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებოდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×