რეზონანსი
18.06.2021

სხვა რეაქციას ელოდით ცრუპენტელებისგან? გამოიყვანეს ყოფილი „ოცნებელები" და არ ვენდობით პროკურატურასო, ექსპერტიზა თუ შსს-მ ჩაატარა, არაა სანდოო. არადა, გარკვევით თქვა პროკურორმა, რომ სამხარაულმა ჩაატარაო, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

„წარმოგიდგენიათ იმედს რომ გაევრცელებინა ასე დაჭრილი ჩანაწერები, რა მოხდებოდა?! მთელი აქტივით იმედთან იქნებოდნენ, ზღვა კამერებით, ქვების და კვერცხების სროლით, მსოფლიოს დააყენებდნენ ყირაზე. იციან მათ წინააღმდეგ არავინ გამოვა პროტესტით და თავხედობენ.

ბერამ აღიარაო, ამით აბოლებენ საკუთარ მაყურებელს. რაც ბერამ აღიარა, არც პროკურატურას უარყვია, რომ დევნის ავტორებთან სახლში იყვნენ. თითქოს ვერ ხვდებიან რაში ამხილეს. ამხილეს იმაში, რომ:

- ჩანაწერები 2011 წელსაა გაკეთებული, ანუ ენმ-ის დროს;

- ჩანაწერი შეიცავს 21 უცხო ხმას და 170 ადგილას არის ფირის ჭრა, ბგერების დონეზეც კი;

- ტოტალურად, მთელი ერთი წლის განმავლობაში, ცრუ ს/ს საქმეების საბაბით, უსმენდნენ ივანიშვილების ოჯახს და ოცნებასთან დაკავშირებულ ყველა პირს, მათ შორის არასრულწლოვანსაც.

ე.წ. სახალხო დამცველი დუმს.

ფარული ჩანაწერების გაკეთებაზე ბრძანების გამცემი, შემსრულებელი და გამავრცელებელი, მით უმეტეს ფალსიფიცირებული ფირის, ყველა ნაძირალაა, ვინც არ იმჩნევს, ორმაგად...

ფალსიფიცირებული ჩანაწერიც თქვენ გაქვთ და თითქოსდა წყაროსგან გადმოცემული მყარი მატარებელიც. გინდათ საზღვარგარეთ წაიღეთ ექსპერტიზაზე, გინდათ მთვარეზე. ან რისი წამღები ხართ. თქვენზე კარგად ვინ იცის რასაც სჩადიხართ და რაც გაავრცელეთ?! ამ საქმეზე გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და გამოვლენილ სხვა მოსმენებზე განაჩენი უნდა დადგეს", - წერს ამირან სალუქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×