რეზონანსი
18.06.2021

თითქმის 6 თვე დასჭირდა დასკვნამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია. ამ პროცესის 19 აპრილის შეთანხმებით დაგვირგვინებით, ჩვენ შევძელით რაღაცის მიღწევა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ამ შეთანხმებით, საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, რაც ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ „ქრონიკას" ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

„ეს შეთანხმება თავისთავად ყველასათვის არის გზამკვლევი რუკა, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დემოკრატიული რეფორმებისთვის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებისთვის, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გაზიარებისთვის, რაც მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ მუშაობის მეთოდები შეიცვლება პარლამენტში და მეტ ერთობლივ ძალას მისცემს სხვადასხვა პარტიებსა და პარლამენტის წევრებს მომავალში. ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, იგი წარმოადგენს გზამკვლევ რუკას დემოკრატიული რეფორმებისთვის და ცხადია, მე ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი პირი გაერთიანდეს ამ შეთანხმების ირგვლივ. რადგან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხრიდან ჩანდეს ოფიციალური ძალისხმევა და თქვან, რომ ესაა სწორედ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც სურთ და რომ სრულ ძალისხმევას იჩენენ. იმედი მაქვს და მჯერა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" მივა ამ დასკვნამდე და შეუერთდება შეთანხმებას", - აღნიშნა დიპლომატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×