რეზონანსი
18.06.2021

ნოდარ მელაძემ და „ტვ პირველის" ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოუხადონ ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, თავიდანვე, როდესაც ეს ფარული ჩანაწერები კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, ცხადი იყო, თუ რასთან გვქონდა საქმე. დღეს უკვე გამოძიების შედეგად დადასტურდა, როგორი ფალსიფიცირებისა და მოდელირების შედეგი იყო ის, რაც მათ საზოგადოებას შესთავაზეს. მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდეს ნოდარ მელაძე და „ტვ პირველის" ხელმძღვანელობა და ბოდიში მოუხადონ ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს. ეს იქნება მათი მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი. ამ პოლიტიკურ ჯგუფთან აფილირებულმა მედიასაშუალებამ შეახსენა საზოგადოებას, როგორი სამარცხვინო იყო „ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდი, როდესაც უსმენდნენ პოლიტიკურ ოპონენტს და მის არასრულწლოვან შვილს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×