რეზონანსი
18.06.2021

პანდემიის დროს, მსოფლიო ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და ახლაც არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ, პრეკონფერენციაზე განაცხადა

„ჩვენ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან განვიხილეთ კოვიდპანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ რომ პანდემიის დროს, მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და ახლაც არის მთავარი დონორი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროცესში. ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინების შეძენის პროცესში, მინდა მსოფლიო ბანკს საჯაროდ მადლობა გადავუხადო ამისთვის. შევაჯამეთ წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და არეალი, სადაც ჩვენ წლებია გვაქვს წარმატებული გამოცდილება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×