რეზონანსი
18.06.2021

ფარული მიყურადება „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია".

როგორც მათიკაშვილი ამბობს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქმე არის აბსურდულ ცინიზმთან, რომელიც მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან" და მისი რუპორი ტელევიზიებისგან.

„თავისივე გადაღებული ფარული ჩანაწერების ფალსიფიცირება მოახდინეს და შემდგომ წინასაარჩევნოდ იმ სახით შესთავაზეს საზოგადოებას, რომ კითხვის ნიშნები გაეჩინათ. თუმცა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს". სწორედ დღეს დადგინდა ეს ყველაფერი - „ნაციონალური მოძრაობის" ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების და ოპონენტების მიმართ, რაც 2011-2012 წლებში ვლინდებოდა მიყურადების და დევნის კუთხით, ის, რომ არასრულწლოვანი პირის მიმართაც ისეთივე წარმატებით ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, დამახასიათებელი ნიშანი იყო „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის და შემდგომ გაგრძელება ამ ტრადიციის, ახდენს თავისივე გაკეთებული ჩანაწერების ფალსიფიკაციას, იყენებს ამისთვის ტელევიზიებს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის ტყუილი, რომელიც მას სურს სიმართლედ გაასაღოს და მოიპოვოს ვიწროპარტიული ქულები, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, თუ რა დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე",- განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×