რეზონანსი
17.06.2021

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს.

მათი თქმით, ბარიკადების მოხსნა მათ შესვლის უფლებად მიიღეს, ამიტომ მსვლელობის მოწყობა გადაწყვიტეს. მათ შესვლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციელების თქმით, გარკვეული საფრთხეები არსებობს, ამიტომ დღეს ხეობაში შესვლის უფლებას ვერ მისცემენ.

უარის შემდეგ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ რეალურად დაპირება არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოატყუეს. ამასთან, მათი განმარტებით, ხვალინდელ შეხვედრას დაელოდებიან.

სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამახვანში გადაადგილება შეეძლებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×