რეზონანსი
17.06.2021

ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, „კლანური" სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.

„ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დაკავშირებულია ევროკავშირის მიკრო-ფინანსურ დახმარებასთან საქართველოსთვის. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა არ არის გონივრული. სასამართლოს სისტემაში „კლანური" სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას", - აცხადებს ევროპარლამენტარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×