რეზონანსი
17.06.2021

იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თვითმმართველობის ხელისუფლების გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობ, რომ რჩება გამოწვევები. ჩვენი კომიტეტი აქტიურად მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და სტრატეგიის შემდგომ აღსრულებაზე, რათა უფრო მეტად გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონში ცვლილებების შეტანით.

„მაღალმთიანი რეგიონების გაძლიერების კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, 25 ათასზე მეტ ადამიანს მიენიჭა სტატუსი, მაგრამ მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ გვქონდეს ძლიერი თვითმმართველობები", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დეპუტატმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია გააცნო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა" და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის" შესრულების მდგომარეობის შესახებ" და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თაობაზე.

მისი თქმით, კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე მუშაობს, შეიმუშავებს დოკუმენტს, რომლითაც მუნიციპალიტეტები გარკვეულწილად იხელმძღვანელებენ და შეძლებენ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მეტი ადამიანის ჩართულობა უზრუნველყონ.

სხდომაზე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან მოისმინეს ინფორმაცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა" და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონების იმპლემენტაციის პროცესში შესაძლო ხარვეზების, პრობლემების და მათი აღმოფხვრის საჭიროებების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×