რეზონანსი
17.06.2021

სექტემბრიდან გვაქვს მოლოდინი, რომ "ნოვავაქსი" და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი" დაემატება ჩვენს არჩევანს- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას.

გაბუნიას თქმით, ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება.

„ვფიქრობთ, რომ ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება, იმ კუთხით რომ ვაქცინაციის პროგრამის გაშლას და ვაქცინაციის ტემპების გაფართოებას შევძლებთ. ზოგადად ჩვენ გვჭირდება 4 მილიონამდე ვაქცინის დოზა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60 % ვაქცინირებული იყოს. ამ დოზების რაოდენობის უდიდესი ნაწილი უკვე დაგეგმილი და განსაზღვრულია, მოწოდების ვადები ზუსტდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე აქტიური კამპანიის გახსნა გვექნება, როგორც „სინოვაკის", „სინოფარმის", „ასტრაზენეკას", „ფაიზერის" და სექტემბრიდან გვაქვს მოლოდინი, რომ "ნოვავაქსი" და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი" დაემატება ჩვენს არჩევანს, რომელიც „კოვაქსის" პლატფორმიდან შეგვიძლია მივიღოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×