რეზონანსი
12.06.2021

მესამე ტალღის პიკმა გადაირა, თუმცა წინ ზაფხულის ცხელი სეზონი და მომატებული მობილობაა, რაც ინფექციონისტების ვარაუდით, ინფიცირების რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

იმისთვის, რომ ქვეყანამ გასული წლის მსგავსად მძიმე შედეგი არ მიიღოს, საკოორდინაციო საბჭო ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს, მიზანი საზოგადოების წახალისება და იმუნიზაციის პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა.

„მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც იყო მეორე და მესამე, იმ მიზეზის გამო, რომ თვალსაჩინოა – იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მოსახლოების 2/3-ის ვაქცინაცია მოახდინეს, შემთხვევების რაოდენობაც იკლებს და სიკვდილობის ოდენობაც იკლებს“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციის მსურველი ბევრია, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქვეყანა დასახულ მიზნამდე მივიდეს.

„სწრაფი ნაბიჯებით რომ მივიდეთ მიზნამდე, საჭიროა დღეში 15-20 ათასამდე ადამიანის აცრა. თუ ვაქცინებს დავასაწყობებთ, მაშინ ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაცია ინტენსიური გახდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

სანამ ქვეყანა მასობრივი იმუნიზაციისთვის საკმარის დოზების მარაგს შეავსებს, მოსახლეობას არჩევანი 2 ვაქცინას შორის აქვს, ესენია ჩინური “სინოვაკი” და “ასტრაზენეკა”, რომელზეც ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს. დღევანდელი მონაცემებით, 202 000 პირია ვაქცინირებული, მათგან 64 ათასამდე სრულად აცრილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×