რეზონანსი
12.06.2021

არის ალბათობა იმისა, რომ COVID19-ის ახალი ტალღა კიდევ იქნება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესსა და რეკომენდაციას, ავიცრებით ივლისი, აგვისტო, სექტემბერი მაქსიმალურად ეს ტალღა მსუბუქი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. „ჩვენ მესამე ტალღა, მეორესთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. თუმცა ეს ვერაფრით დაამშვიდებს იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა. არ გვქონია 5-6 ათასი შემთხვევა, როგორც ნოემბერში გვქონდა. ეს იმიტომ რომ გამოცდილებამ თავისი ქნა, თანაც ქვეყანაში გარკვეული ადამიანების რაოდენობას ინფექცია გადატანილი აქვთ. გასულ წელს მეორე ტალღა რატომ იყო მძიმე? აქ ორი ფაქტორი იყო: პირველი ტალღა საქართველომ ყველაზე უკეთესად გაიარა. მსოფლიოში პირველ ხუთეულში ვიყავით შემთხვევათა ყველაზე ნაკლები რაოდენობით. 1 500 შემთხვევა გვქონდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე და მხოლოდ 19 გარდაცვალება. შემდეგ გავთამამდით და არავინ იცავდა წესს და ამიტომ მოხდა მეორე ტალღის სერიოზული დარტყმა", - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ეკონომიკისა და ტურიზმის გახსნის ფონზე წესრიგი დაიცვან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×