რეზონანსი
15.05.2021

გვსურს, რომ პროექტში, რომელსაც ვენეციის კომისიას გავუგზავნით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, ერთიანი პოზიცია გვქონდეს და ვფიქრობ რომ კომისიის დასკვნა დადებითი იქნება, - ამის შესახებ „ქრონიკას"საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„არის საკითხები, რეკომენდაციები ვენეციის კომისიისა და ოდირის, რომელიც მეორდება. არის რამდენიმე საკითხი სადაც ყველა ვთანხმდებით, მათ შორის ზოგ საკითხზე არასამთავრობო სექტორიც გვეთანხმება, რომ საქართველოსთვის ეს რეკომენდაცია არაა რელევანტური და არ გავითვალისწინოთ. მაგალითად, ე.წ. სიჩუმის დღე, არჩევნების წინა დღეს, აქ ყველა ვთანხმდებით, რომ ამას არ აქვს რაიმე დატვირთვა საქართველოსთვის. ასევე მაგალითად ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაცია იყო, რომ პარტიული წევრების გამოწვევა ცესკოდან, იქნება ეს საოლქოდან, ან საუბნოდან არ იყოს ადვილი და ამას ხანგრძლივი დასაბუთება სჭირდებოდეს. ჩვენ ჩავდეთ პროექტში, რომ პარტიას არ შეეძლოს საარჩევნო წელს 1-ელი მარტის შემდეგ თავისი წევრის გამოწვევა. ამის წინააღმდეგი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები არიან. ამიტომ არის საკითხები, რომელიც ბოლომდე არ იყოს გათვალისწინებული და საერთო შეთანხმება იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებით იყოს სხვა მიდგომა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×