რეზონანსი
15.05.2021

ორგანიზაცია „ჯეოქეისის" თანათავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში" ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე ილაპარაკა და ისრაელსა და პალესტინაში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„ერთი რამ ფაქტია, რომ თუ სამხედრო თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, ჩვენ რეგიონში სხვა კონფლიქტებს შევადარებთ, აქ არის მაღალი სიმწვავე და დაუნდობლობის ხარისხი. ამას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს, ორგანიზაცია „ჰამასი", რომელიც უკვე არაერთი წელია ღაზას სექტორში სიტუაციას ფლობს და აკონტროლებს, სამხედრო თვალსაზრისით, უფრო მომზადებული მოვიდა ამ კონფლიქტში როგორც იარაღის რაოდენობით, ასევე თვისობრივი მაჩვენებლით", - განაცხადა ყიფიანმა.

რაც შეეხება „ჰამასისთვის" იარაღის მიწოდების საკითხს, ყიფიანმა აღნიშნა, რომ ბუნდოვნად გაჟღერდა საერთაშორისო მედიაში, რომ ესაა რუსული წყარო, ხოლო მეორე სავარაუდო წყარო დიდი ალბათობით ირანია. „ორგანიზაცია „ჰამასი" რეგიონში ირანის ინტერესების გამტარებელია. ღაზას სექტორი შედის ირანის თაღის გავლენის არეალში. შესაბამისად „ჰამასი" აქტიურად მოქმედებს ისრაელის წინააღმდეგ სწორედ ღაზას სექტორიდან ხორციელდება ძირითადი დარტყმები, თუმცა ორი დღეა ისრაელზე შედარებით წარუმატებელი სარაკეტო იერიში იყო მიტანილი ლიბანისა და სირიის ტერიტორიებიდან.ეს ის სახელმწიფოებია, რომლებიც ირანის მჭიდრო მეთვალყურეობისა და პატრონაჟის ქვეშაა,"- განაცხადა ყიფიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×