რეზონანსი
15.05.2021

სახელმწიფო იმ მოქალაქეებს წაახალისებს, ვინც კორონავირუსზე აიცრება. მთავრობა ინიციატივას ამ ეტაპზე ამუშავებს, დეტალები კი 10 დღეში გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, დაწესებული მთავარი რეგულაცია - ე.წ. კომენდანტის საათი შესაძლოა ვაქცინირებული პირებისთვის საერთოდ გაუქმდეს.

აცრილი მოქალაქეების რაოდენობა ქვეყანაში დღითიდღე იზრდება, თუმცა მოთხოვნა ამ ეტაპზე იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი 83 286-მა მოქალაქემ უკვე გაიარა, შესაბამისად, აცრილია მოსახლეობის 2.41%. რესპუბლიკურ საავადმყოფო კი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, სადაც ვაქცინა ერთ დღეში 995-მა ადამიანმა გაიკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×