რეზონანსი
15.05.2021

ხვიჩიამ განაცხადა, მისი პოზიციაა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს - ერთი პროფესიული ნიშნით დანიშნული, რომელიც არჩევნებზე საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს და მეორე - პარტიული. მისი თქმით, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი სწორედ ამ პრინციპის გაზიარებისკენ მიდის.

“მე მქონდა მოადგილეებთან დაკავშირებით პოზიცია, ყველას ინტერესი რომ იყოს გათვალისწინებული და არ იყოს შეთანხმებაც დარღვეული, იყოს ორი მოადგილე, ერთი პროფესიული და მეორე პარტიული ნიშნით და საარჩევნო პერიოდში საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობა პროფესიულმა მოადგილემ შეასრულოს. სხვა შემთხვევაში არსებობდეს ოპოზიციის მიერ დანიშნული მოადგილეც, რომელიც მშვიდობიანობის დროს ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობასაც. ვფიქრობ, საბოლოოდ, მაინც ამ პრინციპის გათვალისწინებისკენ მიდის პროცესი, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვფიქრობ, საბოლოო შეთანხმება საკომიტეტო მოსმენებზე მოხდება”,- განაცხადა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×