რეზონანსი
15.05.2021

ვფიქრობ შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ისევ რაიმე ხელოვნურ პრობლემას არ შექმნიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის" ეთერში საარჩევნო კოდექსზე საუბრისას განაცხადა.

„მთავარი შეუთანხმებელი საკითხი დარჩა ცესკოს თავმჯდომარე. თუკი თავმჯდომარე რაიმე გარემოების გამო, ვერ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას, არ შეიძლება ოპოზიციის თავმჯდომარეობით ჩატარდეს არჩევნები. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გამოვიარეთ, რეალურია უნდობლობა. დესტაბილიზაციისგან, საბოტაჟისგან დაზღვეული უნდა იყოს უმრავლესობა, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ბოლოს და ბოლოს სახელისუფლებო სტრუქტურაა და მთავარი პასუხისმგებელია. ნახოთ როგორი იქნება სეთანხმება. შეიძლება საერთოდ უპარტიო იყოს მოვალეობის შემსრულებელი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×