რეზონანსი
15.05.2021

„"ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2-ს" განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის ტრიბუნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

"კონტაქტი მუდმივად აქვთ ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრაც შედგეს და მათ გაცვალონ თავიანთი პოზიციები. ასე რომ ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც პარტიის თავმჯდომარე პარტიის ლიდერს ხვდება. მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მოცემულობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც პარტიების ნაწილმა მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და შესაბამისად, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის ტრიბუნა დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს," - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×