რეზონანსი
15.05.2021

ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა“, რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან.

ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის და ეკონომიკის თანმიმდევრული აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.

“ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება. ჩვენ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ ტურისტებს შევთავაზოთ მაქსიმალურად უსაფრთხო ქალაქი, რეგიონი და ვაქცინაციასთან ერთად შევძლოთ, ტურიზმის და ზოგადად, ეკონომიკის თანმიმდევრული, თუმცა სწრაფი აღდგენა.

ამავე დროს, რეისების ჩამონათვალს ძალიან მალე დაემატება რეისები ვარშავიდან და საუდის არაბეთიდან და იმ მიზნობრივი ქვეყნებიდან, საიდანაც ტრადიციულად ასეულობით ათას ტურისტს ვმასპინძლობთ“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა - ბათუმი - ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი - ბათუმი - კიევის მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×