რეზონანსი
15.05.2021

კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ალაზნის არხში გადავარდა, მანქანის ერთმა მგზავრმა წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლო და დაიხრჩო.

რაც შეეხება მძღოლს და 6 წლის მოზარდს, ორივემ წყლის არხიდან ამოსვლა უვნებლად შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×