რეზონანსი
15.05.2021

უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციისთვის, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, დღეს დაგეგმილი აქციის გაუქმება განაჩენია.

პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას", „ევროპულ საქართველოს" და „ლეიბორისტულ პარტიას" მოუწოდებს, მარცხი აღიარონ და პარლამენტში შევიდნენ.

„ესაა განაჩენი იმ ოპოზიციის, რომელიც განუდგა ყველანაირ შეთანხმებას, ხელი არ მოაწერა დღემდე ამ შეთანხმებას, არ შემოდის პარლამენტში და გახდნენ რადიკალურები. ეს არის ამ ქვეყანაში რადიკალიზაციის განაჩენი. ამ ქვეყანაში ტყუილი და რადიკალიზმი საბოლოოდ არავის გაუვა, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას", „ევროპულ საქართველოს" და „ლეიბორისტულ პარტიას", რომლებიც დღემდე არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცდილობდნენ თითქოს გრანდიოზული მიტინგი ჩაეტარებინათ და საერთოდ გაუქმება მოუწიათ, აღიარონ საკუთარი მარცხი, რადიკალური დღის წესრიგის მარცხი, მოაწერონ ხელი შეთანხმებას, შემოვიდნენ პარლამენტში. თუ სურთ იყვნენ საკუთარი ამომრჩევლის წარმომადგენლები, წარმოადგინონ ისინი ამ კედლებში და არა კედლებს გარეთ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×