რეზონანსი
15.05.2021

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ მან „ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

„უკრაინა ევროპაა და ჩვენ ევროპელები ვართ. ჩვენ ვართ ევროპის ცენტრი და გული გეოგრაფიით, სულისკვეთებით, ღირებულებებითა და მისწრაფებებით. ჩვენ ეს დავამტკიცეთ მაიდანზე და ვამტკიცებთ ყოველ დღე, ქვეყნის ცვლილებებით, დამოუკიდებლობის და ჩვენი მომავლის მშენებლობით და ევროპის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვით. უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში", - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინაში 15 მაისს ევროპის დღე აღინიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×