რეზონანსი
13.05.2021

„ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო შეუსაბამო, უხერხულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით „ნაციონალურ მოძრაობას" მძიმე წარსულს ახსენებს ხოლმე.

„გეტყვით, როგორი შეუსაბამო და უხერხული რამ არის „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო. იმდენად რცხვენიათ სტრასბურგის ხსენება, რადგან დღე არ გავა, მათი ნამოქმედარის შეფასება არ ჩამოვიდეს ევროპული სასამართლოდან, მათ მძიმე წარსულს ახსენებს ხოლმე სტრასბურგი, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს, ჩვენ რომ გვაბრალებენ, სტრასბურგი აკეთებს ამას. საქართველოს უწევს პასუხისგება მათი ცოდვების გამო და ახლა ცდილობენ, ამის ჩამორეცხვას.

იმდენად რცხვენიათ ამ ყველაფრის, რომ მელიამ დაწერა, სასამართლოში საქმე შევიდა „მელია „ქართული ოცნების" წინააღმდეგო", როცა მთელ მსოფლიოში დამკვიდრებულია, რომ თუ სტრასბურგის სასამართლოში არის მომჩივანი, ის არის თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მელია საქართველოს წინააღმდეგაა, მაგრამ იმდენად რცხვენიათ, ვერც წერენ ამას, ალბათ მათი ქვეცნობიერი ამაში ხელს უშლით. სტრასბურგი თავისი გადაწყვეტილებებით არის მათი ლუსტრაციის ძალიან მკაფიო გამოხატულება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×