რეზონანსი
13.05.2021

თანამშრომლობას ყველასთან განვიხილავთ, მაგრამ ფრაქციის შექმნაზე ახლა არ ვფიქრობთ და არც მოლაპარაკებები არ გვაქვს არავისთან, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩამ აღნიშნა, პარლამენტში ჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი.

„ვიდრე ფრაქციას მივხედავთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი - პარლამენტის ფუნქციონირებაში უნდა გავერკვეთ და გუნდი საპარლამენტო საქმიანობისთვის მოვამზადოთ. პარლამენტში არის 150 დეპუტატი, რომელთა უმრავლესობას არ ვიცნობთ. შესაბამისად, ჯერ ეს ხალხი უნდა გავიცნოთ, თუ წერტილები გამოიკვეთება, იქნებ, ფარული „გირჩიც" არის „ქართული ოცნების" დეპუტაციის ნაწილი, ჯერ გამოვავლენთ და ფრაქციაზე შემდეგ ვიფიქრებთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×