რეზონანსი
13.05.2021

ისრაელში მცხოვრები პალესტინელების ინფორმაციით, მათ ებრაული მაფია „ნაცისტურ სტილში" თავს დაესხა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ქალაქ ჰაიფაში მცხოვრები პალესტინელის ინფორმაციით, ებრაელებმა არაბების სახლები მონიშნეს, რათა მათი იდენტიფიცირება უფრო მარტივი იყოს.

„მათ ჩვენს სახლებს ქვები დაუშინეს. იქვე უსაფრთხოების ძალები და პოლიცია იყო, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებიათ. ჰაიფის არაბულ კვარტალებზე ნამდვილი შეტევა განხორციელდა" - განაცხადა ქალაქის ერთ-ერთმა მკვიდრმა.ის ვარაუდობს, რომ სახლების მონიშვნა მომავალი თავდასხმის მოსამზადებლად მოხდა. „მათ სახლების კარებზე სპეციალური წითელი ნიშნები დასვეს, ისევე როგორც ნაცისტები ადრე ებრაელთა სახლებს ნიშნავდნენ. ალბათ მერე ისევ მოვლენ და თავს დაგვესხმებიან" - ამბობენ ადგილობრივი არაბები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×