რეზონანსი
13.05.2021

ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში სხვა რეალობაა.

"ვითარება სრულიად შეცვლილია. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევებს ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა ამ ეტაპზე აღარ არსებობს. მგონი, ეს ისედაც ცხადი იყო," - განაცხადა დღეს ნიკა მელიამ.

ოპოზიციამ 15 მაისის აქცია მარტში დაგეგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×