რეზონანსი
13.05.2021

ისრაელის ქალაქებში განგაშის სიგნალი არ წყდება, მოქალაქეები თავშესაფრებში იმყოფებიან. "ჰამასმა" თელ-ავივის, აშდოდისა და ბეერშევას მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. არიან დაშავებულები, თუმცა დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.

ისრაელის საჯარისო დანაყოფების ნაწილმა ღაზას სექტორის მიმართულებით გადაადგილება დაიწყო.

პარალელურად, ისრაელის ქალაქებში სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობს. პალესტინის მხარდასაჭერად ეთნიკურად არაბი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს მიმართა, მისი თქმით, ებრაელებსა და არაბებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირება მიუღებელია და ისინი ერთმანეთს ლინჩის წესით არ უნდა ასამართლებდნენ.

"ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა იერიში განახორციელა 1000-მდე სამიზნეზე. დრო დაგვჭირდება, თუმცა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად დასახულ მიზანს მივაღწევთ და ისრაელში სიმშვიდეს აღვადგენ," - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×