რეზონანსი
13.05.2021

"გაიგე როგორ მიმდინარეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი", - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"ტექნიკური ხარვეზები ჯავშნების პორტალზე აღმოფხვრილია. მადლობას გიხდით მაღალი ინტერესისთვის და ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

სინოფარმის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია შეუძლია მას, ვისაც პირველი აცრიდან ზუსტად 21-ე დღეს უნდა აცრის გაკეთება.მათთვის ვინც პირველი აცრიდან 21-28 დღის ინტერვალში რომელიმე თარიღის არჩევა სურს, ამას შეძლებს 20 მაისის 20:00 საათიდან."სინოფარმის" პირველი დოზისთვის რეგისტრაციის მოთხოვნა მაღალია, მეორე მხრივ მარაგი შეზღუდულია. "სინოფარმის" დამატებით დოზებს ველოდებით ივნისში. "ასტრაზენეკას" პირველი დოზით აცრისთვის დარეგისტრირება შუეძლია 45 წლის და უფროს მოქალაქეებს.გრძელდება "ასტრაზენეკას" მეორე დოზით ვაქცინაციაც. მეორე დოზისთვის რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge."ფაიზერის" არსებული მარაგებით მოქალაქეების სრულად აცრის პროცესი რამდენიმე დღეში დამთავრდება. დამატებითი დოზების მისაღებად მოლაპარაკებები გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×