რეზონანსი
13.05.2021

მე და ლევან იოსელიანი არ ვაპირებთ რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას, ჩვენ არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა და მსგავსი პრივილეგიები არ გვიზადავს,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქნით, ახალი რეგლამენტი მათ საკმარის ბერკეტს აძლევს პარლამენტში სრულფასოვნად საქმიანობის წარმართვისთვის. ელისაშვილის თქმით, მზად არის ყველას ეთანამშრომლოს და გადააბიჯოს ემოციებს, როცა საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება.

"ჩვენ საქმიანობას დამოუკიდებელად წარვმართავთ. ჩვენ არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა რომ გვემსახურებოდეს, მსგავსი პრივილეგიები არ გვიზადავს. საკმარისი ბერკეტი გვაქვს, კონსულტაციების რეჟიმში ისედაც ვართ და როცა ოპოზიცია სრულმასშტაბიანად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, იმედი გვაქვს, რომ კომუნიკაცია კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. მე პირადად ვითანამშრომლებ აბსოლუტურად ყველასთან თუკი, საქმე შეეხება საქართველოსთვის და ხალხისთვის სასიკეთო საკითხებს, მზად ვარ ჩემს ემოციებს გადავაბიჯო ხოლმე", - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×