რეზონანსი
13.05.2021

ამნისტიასთან დაკავშირებით ორი სრულიად განსხვავებული კანონპროექტია წარდგენილი. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ იმის წინაპირობას, რომ ეს ორი კანონპროექტი ერთ დოკუმენტად იქცევა, - ამის შესახებ „ქრონიკას" „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

„ჩვენ, ოპოზიცია, ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს მკაფიო ჩანაწერი - ვის და რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია და ასეთი იყო შეთანხმების სულისკვეთება. „ქართული ოცნება" კი დაჟინებით ითხოვს, რომ ეს იყოს ბუნდოვანი კანონპროექტი, რომელიც შეეხება ყველას, და ამბობენ, რომ ეს იყო დოკუმენტის სულისკვეთება. ამიტომ მე დღეს არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ორი კანონპროექტი ერთ დოკუმენტად იქცევა, მაგრამ როგორც კი დაიწყება საკომიტეტო მოსმენები და გაფართოვდება ეს დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკვე დაზარალებულები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ექსპერტები და ეს დისკუსია გაფართოვდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოყალიბდება სწორედ ისეთი საზოგადოებრივი აზრი, როგორსაც ჩვენ ვუსვამთ ხაზს. მე იმედი მაქვს, რომ ამ დისკუსიის პროცესში ხელისუფლებაზე გავლენას იქონიებს ეს საზოგადოებრივი წნეხი და, შესაძლოა, მივიდეთ იქამდე, რომ თუ ერთ დოკუმენტზე არ შევთანხმდებით, ხელისუფლება საკუთარ ვერსიაში ცვლილებებს შეიტანს", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×