რეზონანსი
13.05.2021

თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში საუბრისას განაცხადა.

ბურჭულაძემ საქართველოსა და ნატო-ს მჭიდრო ურთიერთობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელსვე ნატო-ს მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდება.

„თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად მიმდინარეობს დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. როგორც იცით, საქართველო უკვე არის მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნული პლატფორმის ნატო-ს არაწევრი მეორე ქვეყანა. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უკვე მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. აქტიურად გრძელდება სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე, ნატო-ს შტაბბინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა. სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების მიზნით გრძელდება თანამედროვე ტექნიკითა და აღჭურვილობით დაკომპლექტების პროცესი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×