რეზონანსი
13.05.2021

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატებისა და M4-ის ტიპის ავტომატების წარმოების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი გამოშვება 2022 წლიდან დაიწყება:

"ახალი ქართულ-ებრაული საწარმო "დელტას" ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს... თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება, როგორც საჰაერო უპილოტო საშუალებების შეძენა, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შექმნა. კონკრეტულად, "თავდაცვის ძალები 2030" მხარდასაჭერად, მიმდინარეობს ნატოს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით. ამ მიმართულებით ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება. შესაბამისად "დელტას" ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საწარმოს დაარსების შესახებ, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან. უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება, 2022 წლიდან კი პროდუქციის გამოშვება", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×