რეზონანსი
13.05.2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან შეხვედრისას წუხილი გამოთქვა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო.

"მკაცრად ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ" - განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში სიტუაცია განიმუხტება და მოსახლეობას მშვიდობიან გარემოში ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს.

ისრაელის ელჩმა რატი ბრეგაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მინისტრ ბრეგაძესთან, მინდოდა მიმელოცა მისთვის ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა. ისრაელსა და საქართველოს ორმხრივი საკითხების უზარმაზარი სპექტრი აქვთ განხილვისთვის, განსაკუთრებით იურიდიულ სფეროში. ჩვენი იუსტიციის სამინისტროსთან მუშაობის გამოცდილება სამაგალითოა. პანდემიის დაწყებამდეც, მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ამ შეხვედრამ კარგი შესაძლებლობა მოგვცა, რათა დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა, გამოგვეხატა მადლიერება და ხაზი გაგვესვა რომ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას კოვიდის დამარცხების შემდეგ პერიოდში," - განაცხადა რან გიდორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×