რეზონანსი
13.05.2021

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტი შევა თუ არა და მოაწერს თუ არა ამნისტიის კანონპროექტს ხელს.

მელიას თქმით, უამრავი ვარიაცია არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველას განხილვა მოხდება.

"ვარიაციებზე ვერ ვისაუბრებ. ეს ხომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიკვეთება, შევა "ნაციონალური მოძრაობა" - ბლოკი პარლამენტში ისე, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს, თუ შევა და დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საერთოდ არ შევა პარლამენტში, თუ შევა კონკრეტული დათქმით ან გარკვეული პერიოდის შემდეგ. უამრავი სხვადასხვა ვარიაციაა. თუ რამე შეიძლება მოსაწყენი გახდეს საზოგადოებისთვის, ეს ყოველდღიური ბანალური კითხვებია, რას ვაპირებთ და ჩემგან იგივე იდენტური პასუხები ყოველდღიურ რეჟიმში", - განაცხადა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×