რეზონანსი
13.05.2021

ისრაელმა ღაზას სექტორის საზღვართან დამატებითი ძალები გადაისროლა. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა გაავრცელა.

მისი თქმით, ჯარში გაიწვიეს 3 ათასი რეზერვისთი, ხოლო სამხედრო ქვედანაყოფების მეთაურების მიეცათ ბრძანება, რომ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის იყვნენ მზად.

"ჯარები საზღვართან გადავისროლეთ, ეს მოსამზადებელი ნაბიჯია, ისინი იქ სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის არიან. ვემზადებით ბრძოლისთვის. თუმცა ეს არ არის პირველი რიგის ამოცანა, ჩვენი ყურადღება მოწინააღმდეგის ბრძოლისუნარიანობის დაქვეუითებისკენაა მიპყრობილი," - განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×