რეზონანსი
13.05.2021

საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს:

„მეგობრებო, სატელეფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად watsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. ამგვარი სმს-ების ქართული თარგმანიც ვრცელდება.

არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან. დაიცავით წინა განცხადებებში აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები. მშვიდობიან დღეს გისურვებთ" - ნათქვამია საქართველოს საელჩოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×