რეზონანსი
12.05.2021

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ, თელ-ავივზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებას „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ეხმიანება. ის ამჟამად თელ-ავივში იმყოფება და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს.

„აქ 40 წუ­თის უკან ჯო­ჯო­ხე­თი ხდე­ბო­და, გო­რის კად­რე­ბი ხომ ყვე­ლას, ხომ გვაქვს ნა­ნა­ხი? აქ ხდე­ბო­და ეს. მთე­ლი თელ-ავი­ვი გა­და­ნა­თე­ბე­ლი იყო. სი­რე­ნა ორ­ჯერ ჩა­ირ­თო. რამ­დე­ნი რა­კე­ტა ის­რო­ლეს, ვერ დათ­ვლი. დღეს მთე­ლი დღეა სამ­ხრეთს ბომ­ბავ­დნენ და ახლა თელ-ავი­ვის დას­ბობმ­ვა და­ი­წყეს.

იცით, რომ ის­რა­ელს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მა აქვთ, ისი­ნი 90 პრო­ცენ­ტით ანე­იტ­რა­ლებს ბომ­ბებს. თუმ­ცა აქ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო. ცა გა­ნათ­და, რა­კე­ტე­ბი ფეთ­ქდე­ბო­და ჰა­ერ­ში, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ომია…” – ამ­ბობს ვატო წე­რე­თე­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×