რეზონანსი
11.05.2021

“ფეისბუქზე“ დავაჭერ თითს, თუ პოლიტსაბჭოზე მივიღებ კენჭისყრაში მონაწილეობას, მხარს დავუჭერ პარლამენტში შესვლას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

„პოლიტიკაში და პარტიაში ასეა, ხმათა უმრავლესობით რაღაც გადაწყდება და ვინც უმცირესობაშია ემორჩილება, ან დაიხურავს ქუდს და მიდის პარტიიდან, მაგრამ ეს ის მიზეზი არ იქნება, რატომ არ შეხვედით, მე პარტიიდან წავიდეო. ეს ასე არ მოხდება!

თქვენ თუ გინდათ განხეთქილების შემოტანა ამ საკითხის გარშემო, არ გამოგივათ. იმედი მაქვს, რომ საკითხი გადაწყდება შესვლის სასარგებლოდ. პოლიტსაბჭოშიც და მათ შორის პარტიის სიაშიც ჩვენი თანამებრძოლი ვინც თვლის, რომ არ უნდა შევიდეს, მათი არგუმენტაციაც ლეგიტიმურია, მაგრამ ვხედავთ, რომ იქითაც არის პლიუსები, აქეთაც არის და ორივე მხარეს არის მინუსებიც. ჩვენ ვწონით. ვამჯობინებთ იმას, რომ ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ და იქ ვებრძოლოთ „ქართულ ოცნებას“ და არ ვიყოთ არასაპარლამენტო ოპოზიცია, მაგრამ მეორე მხარესაც აქვს არგუმენტები“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ამასთან, ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში ყოფნა და მეორე ნაწილის პარლამენტს გარეთ, ბუნებრივად გამოიწვევს კოორდინაციის მორღვევას და გათიშვას ჩვენსა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით, თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ დაზარალდება.

„დამთავრდა ეს ბოიკოტი, აღარ აქვს დამოკლეს მახვილივით თავზე დაკიდებული „ქართულ ოცნებას“ და ეს პლატფორმაც გამოსაყენებელია, როგორც ერთ-ერთი მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტი. თუ ვამბობთ, რომ პარლამენტში ყოფნა ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია, თუ ეს ყველაფერი ხელიდან გამოგვეცლება პარტია პოლიტიკურად დაზიანდება და დასუსტდება იმ კუთხით, რომ საბაზისო ამომრჩევლებს შევინარჩუნებთ, მაგრამ ამომრჩევლების გაზრდა ვერ მოხდება. პარლამენტში გამოსვლებით ჩვენ შანსი გვაქვს, რომ დავიმატოთ ამომრჩეველი. მხოლოდ პარტიის ოფისში ბრიფინგების მოწყობით ეფექტს ვერ მივიღებთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×