რეზონანსი
11.05.2021

ცესკოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე არ უნდა იყოს ისეთი პირი, ვინც ორიენტირებული იქნება პარტიული ინტერესების გატარებაზე. პირველი მოადგილე უნდა იყოს პროფესიული ნიშნით არჩეული პირი, რომელიც უნდა ასრულებდეს მოვალეობას, რათა ოპოზიციის ხელში არ შეიქმნას ხელოვნურად ისეთი შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში მოგვიყვანს იქამდე, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე გახდება კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარდგენილი პირი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„თუ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება, მაშინ ეს პირი მუდმივად ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, რაც არ არის სამართლიანი. პროფესიული ნიშნით არჩეული პირი უნდა იყოს, რადგან ის იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური. შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტი იქნება დაცული, ოპოზიციას წარმომადგენელი ეყოლება. საუბარია ისეთი მექანიზმის მომზადებაზე, რომელიც გამორიცხავს საბოტაჟის განხორციელებას, თუ ეს მოხდება. ამ შემთხვევაში ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს ბერკეტები, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხშირად პარტიის მიერ წარდგენილი პირი იყოს. კონკრეტულ „ჩამკეტ“ მექანიზმებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×