რეზონანსი
11.05.2021

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია, თუ რა პრინციპით მოხდება გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან ენგურჰესის რეაბილიტაციისა და ამოქმედების შემდეგ,  

აფბა-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება იქნება თუ არა მკაცრად  დაცული დე ფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს,  რომლის მიხედვითაც,  60%  ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% - დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის.

ერთი მხრივ, მუდმივად მზარდი ელექტროენერგიის ტარიფი, საკმაოდ უარყოფითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე და ქვეყანაში არსებული ბიზნესის მდგომარეობაზე, ხოლო მეორე მხრივ, დე ფაქტო აფხაზეთის მოხმარება ბოლო 3 წლის მანძილზე დრამატულად იზრდება და ეს ფაქტი კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფით აიხსნება. გასულ და მიმდინარე წელს  ამას დაემატა რუსეთიდან უწყვეტი ნაკადით შესული ე.წ. მობილური მაინინგის ფერმები. როგორც ირკვევა, დე ფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის 70%, და შესაძლოა მეტიც, იხარჯება კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფაზე.

აფბა-ს შეფასებით, თუკი მოხდება 60/40-ზე პარიტეტის დაცვა, მაისი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების დააბალასება მოხერხდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×