რეზონანსი
11.05.2021

პოზიციები არსებითად იყო შეჯერებული. რჩება რამდენიმე თემა, რაზეც კონსულტაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ საერთო პოზიციების შეჯერებას მოვახერხებთ იმ პაკეტზე, რომელიც ახლა განიხილება. არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საფუძველი 2020 წელსაც არ არსებობდა, მაგრამ ახალი ცვლილებები საბაბსაც კი არ დატოვებს არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ. საუბარია იმაზე, რომ იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში სამივე დონეზე, ასევე შემოდის უბნების გადათვლის მექანიზმი შემთხვევითი გადათვლის პრინციპი, უბნების მინიმუმ 10 პროცენტი იქნება გადათვლილი. ამას ნულამდე დაჰყავს ყოველგვარი შანსიც კი რაიმე მანიპულაციის. აქედან გამომდინარე, არანაირი კითხვები არ რჩება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც არის შემოთავაზებული“, - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მსჯელობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×