რეზონანსი
11.05.2021

ხაშურისა და გორის მერების მოადგილეების შემდეგ, თანამდებობები ფოთის, მარტვილისა და სენაკის მერების მოადგილეებმაც დატოვეს. ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ე.წ. გახარიას გუნდში მიდიან.

როგორც გადამდგარი ვიცე მერები ამბობენ, ისინი ქალაქების მერებმა დაიბარეს და უთხრეს, რომ განცხადებები დაეწერათ, რადგან ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა. 

დღეს თანამდებობები დატოვეს გორისა და ხაშურის მერების მოადგილეებმა. ამ ფაქტს გახარიას გუნდის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ნიშნით, რეპრესიები დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×